ელისაშვილი – არარაობაა ჩემთვის გიგი უგულავა და არც მის სასამართლო პროცესზე არ მაინტერესებს არაფერი

არარაობაა ჩემთვის გიგი უგულავა და არც მის სასამართლო პროცესზე არ მაინტერესებს არაფერი, – ამის შესახებ “მოქალაქეების” ლიდერმა ალეკო ელისაშვილმა ჟურნალისტებთან განაცხადა, რითაც 13 მაისს გიგი უგულავას პროცესის დანიშვნას გამოეხმაურა.

მან უგულავას „დეგრადირებული და გაბანკროტებული პოლიტიკოსი“ უწოდა.

“არ მაინტერესებს გიგი უგულავა, არც პოლიტიკურად და არანაირად. არის აბსოლუტურად დეგრადირებული, გაბანკროტებული პოლიტიკოსი. არარაობაა ჩემთვის გიგი უგულავა და არც მის სასამართლო პროცესზე არ მაინტერესებს არაფერი,”- განაცხადა ელისაშვილმა.

banner
წინა სტატიაშივაშაძე თბილისის მერობის კანდიდატად ნიკა მელიას მხარდაჭერაზე – ლაშას მამა გარდაიცვალა და მოგვიანებით გნახავთ
შემდეგი სტატიამელია – გიორგი გახარია პოსტიდან წასვლით პასუხისმგებლობას გაექცა