ელისაშვილი – ამ მთავრობას მხარს არ დავუჭერთ

პარტია “მოქალაქეების” ლიდერის, ალეკო ელისაშვილის, თქმით, ის და ლევან იოსელიანი პარლამენტში მთავრობას მხარს არ დაუჭერენ.

როგორც ელისაშვილი ამბობს, ამის მთავარი მიზეზი პრემიერმინისტრობის კანდიდატად ირაკლი ღარიბაშვილის წარდგენაა. ელისაშვილი ფიქრობს, რომ მაშინ, როცა ქვეყანაში ორი დაპირისპირებული მხარეა, მმართველ გუნდს პრემიერ-მინისტრობის კანდიდატად ისეთი პირი უნდა წარედგინა, რომელიც კომპრომისზე წასვლას შეძლებდა.

“პარტია მოქალაქეების დეპუტატები არ დავუჭერთ ამ მთავრობას მხარს. პირველ რიგში, ღარიბაშვილის კანდიდატურის გამო. დღეს, ამ ვითარებაში, როდესაც ქვეყანა არის ორ ბანაკად გაყოფილი და იგლიჯება ეს ქვეყანა ამ ორ დაპირისპირებულ ბანაკს შორის, ახლა “ქართულ ოცნებას” უნდა წარმოედგინა ისეთი კანდიდატი, რომელიც შეძლებდა კომპრომისებზე წასვლას, გონივრული ნაბიჯების გადადგმას. ოპოზიციასთან დიალოგის მაგიდაზე დაჯდომას, ვითარების განმუხტვას და ქვეყნის და ხალხის რეალურ პრობლემებზე ფიქრს”, – თქვა ელისაშვილმა.

banner
წინა სტატიაშიგიორგი კახიანი – ერთპროცენტიანი ცდომილება მაინც თუ დადგინდება, მზად ვართ, რიგგარეშე არჩევნები დაინიშნოს
შემდეგი სტატიამამუკა მდინარაძე – ტერიტორიების ოკუპაცია ჩვენი ერთ-ერთი მთავარი ტკივილია