ელის, თუ არა, “ქართულ ოცნებას” ჰააგის ტრიბუნალზე გასამართლება?!

“ქართული ოცნება” შესაძლოა ჰააგის ტრიბუნალზე გასამართლდეს – ეს იმ შემთხვევაში, თუ საბოლოოდ დადასტურდება, რომ ივანიშვილის ხელისუფლებამ მშვიდობიანი დემონსტრანტების წინააღმდეგ მსოფლიოში აკრძალული ქიმიური ნივთიერება – ბრომობენზილ ციანიდი გამოიყენა.

გასული საუკუნის 90-იანი წლებიდან საქართველო ქიმიური იარაღის აკრძალვის ორგანიზაციის წევრია და წესით კონვენციით ნაკისრ ვალდებულებებს უნდა ასრულებდეს. BBC-ის მიერ გავრცელებული ინფორმაციის შემდეგ, ანალიტიკოსები ფიქრობენ, რომ შესაძლოა ორგანიზაციამ ჩვენს ქვეყანაში სპეციალური შემსწავლელი ჯგუფი გამოგზავნოს და მოწმეები ადგილზე გამოკითხონ.

რა ფასის გადახდა მოუწევს “ქართულ ოცნებას” ქართველი ხალხის წინააღმდეგ ჩადენილი დანაშაულის გამო – იურისტები ამბობენ, რომ ბრიტანული მაუწყებლის ვრცელი გამოძიება ივანიშვილის პარტიის წინააღმდეგ ერთ-ერთი მთავარი მტკიცებულება იქნება ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში, სადაც ნაწამები მოქალაქეების საჩივრები შევა.

ივანიშვილის შინაგან საქმეთა სამინისტრო უკვე 1 წელია მალავს, რა ნივთიერებას ურევდნენ წყლის ჭავლში, რომელმაც მშვდიობიანი დემონსტრანტების ჯანმრთელობა დიდი ხნით დააზინა. გელა გელაძის უწყებიდან ინფორმაცია ოფიციალურად მოთხოვნილი აქვს როგორც სახალხო დამცველის აპარატს, ასევე არასამთავრობო სექტორს, თუმცა სამინისტრო ინფორმაციას არა და არ ასაჯაროვებს. ყოფილი სახალხო დამცველი ამბობს, რომ მტკიცებულებების ერთობლიობა საერთაშორისო გამოძიების დაწყების წინაპირობას ქმნის.

banner
წინა სტატიაშიზელენსკი: უკრაინულმა სამხედროებმა რუსებისგან ქალაქი კუპიანსკი თითქმის მთლიანად გაათავისუფლეს
შემდეგი სტატიაALDE BBC-ის ინფორმაციაზე: ფუნდამენტურ უფლებებზე შოკისმომგვრელი თავდასხმაა!