ელინა ვალტონენი: ჩვენ აქ ხალხის მხარდასაჭერად ვართ

პარლამენტთან მიმდინარე აქციაზე ეუთო-ს მოქმედმა თავმჯდომარე, ფინეთის საგარეო საქმეთა მინისტრი, ელინა ვალტონენი მივიდა.

ფინეთის საგარეო უწყების ხელმძღვანელი პროტესტის მონაწილეებს გაესაუბრა. როგორც აქციის მონაწილეები აცხადებენ, ეუთოს თავმჯდომარეს მათი პროტესტის შინაარსზე და გეგმებზე ესაუბრნენ.

“მშვიდობიანი მომიტინგეები თბილისში, პარლამენტის შენობის წინ შეიკრიბნენ, რათა თავიანთი ქვეყნის რეპრესიული მმართველობის გამო წუხილი გამოთქვან. მათ სრული უფლება აქვთ დემოკრატიის, გამოხატვის თავისუფლებისა და ადამიანის უფლებების დაცვის. ჩვენ აქ ხალხის მხარდასაჭერად ვართ,– განაცხადა ელინა ვალტონენიმ.

banner
წინა სტატიაშიეუთო-ს თავმჯდომარემ ბოჭორიშვილთან ოცნების ანტიდემოკრატიული პოლიტიკა გააკრიტიკა
შემდეგი სტატიადეკანოზი ილია ჭიღლაძე: უბადრუკმა შიო(ლა) მუჯირმა დღეს სვეტიცხოვლის ამბიონიდან აქადაგა ზებრა ყაველაშვილი, ჩიჩილაკ კობახიძე, დაუდგენელი წარმოშობის პაპუასიშვილი