ელიავას ბაზრობის მიმდებარე ტერიტორიაზე მომხდარ ავარიას ერთი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა

მტკვრის მარცხენა სანაპიროზე, ელიავას ბაზრობის მიმდებარე ტერიტორიაზე, ავტომობილი ქვეითად მოსიარულეებს დაეჯახა.

შემთხვევის შედეგად, ერთი ადამიანი ადგილზე გარდაიცვალა, მეორე ქვეითი კი, საავადმყოფოშია გადაყვანილი.

შინაგან საქმეთა სამინისტრომ მომხდართან დაკავშირებით, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მეხუთე ნაწილით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.

banner
წინა სტატიაშიუჩა ნანუაშვილი მედიაომბუდსმენის ინსტიტუტის შექმნის აუცილებლობას ვერ ხედავს
შემდეგი სტატიაკომუნიკაციების ეროვნული კომისიის თავმჯდომარედ კახი ბექაური აირჩიეს