ელიავას ბაზრობაზე ხანძარია – ცეცხლი პლასმასისა და ხის მასალებს უკიდია

ამ წუთებში ელიავას ბაზრობაზე ხანძარა. გავრცელებული ინფორმაციით, ცეცხლი პლასმასისა და ხის მასალებს უკიდია.

ცეცხლი აგლაძისა და გუდაუთის ქუჩების კვეთაზე, სამშენებლო მასალების საწყობში გაჩნდა.

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით, ადგილზე 14 სახანძრო-სამაშველო ეკიპაჟი მუშაობს.

რა გახდა ხანძრის გამომწვევი მიზეზი ამ დრომდე უცნობია.

banner
წინა სტატიაშისინოდის განჩინების ტექსტის გამოქვეყნება ისევ გადაიდო
შემდეგი სტატიამელია – პუტინის რუსეთშიც არსებობს სასამართლო, პროკურატურა, პარლამენტი, მაგრამ ის არ არის სახელმწიფო ინსტიტუტი, რომელიც არის ხალხის სამსახურში