ელიავას ბაზრობა ადგილმდებარეობას აღარ შეიცვლის

ელიავას ბაზრობა ადგილმდებარეობიას აღარ შეიცვლის-ამის შესახებ ბაზრობის მეწილემ, ზაზა მეტრეველმა განაცხადა.
მეტრეველის განმარტებით, ბაზრობა ადგილმდებარეობას აღარ შეიცვლის, რაზეც დედაქალაქის მერიასთან შეთანხმება მიღწეულია.მისივე თქმით, მიღწეული შეთანხმებით, „იქვე მოხდება მისი მოწესრიგება“.

„ბაზრობა დარჩება ჩვეულებრივად, თუმცა უნდა მოწესრიგდეს ადგილობრივად ტერიტორია. მიღწეულია ეს შეთანხმება და ახლა ვიღაცას რაღაც თუ გაახსენდება, სად ვდიოთ ყველას“, – განაცხადა მეტრეველმა.

აღსანიშნაია,რომ თბილისის მიწათსარგებლობის გენერალური გეგმა ელიავას ბაზრობას და მიმდებარე ტერიტორიას საქალაქო მნიშვნელობის პარკის მოწყობის პოტენციურ არეალად განიხილავს.

banner
წინა სტატიაშისაფრანგეთში ქურდობაში ბრალდებული საქართველოს მოქალაქე დააკავეს
შემდეგი სტატიაპირველად ისტორიაში-აშშ-ში გუბერნატორის პოსტზე ტრანსგენდერი იყრის კენჭს