8.8 C
Tbilisi
სამშაბათი, თებერვალი 17, 2026
banner

ელიაობა 2025 – დედოფლისწყაროს მთავარი სახალხო დღესასწაული თიბისისთან ერთად

 

2 აგვისტოს დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტში ერთად აღინიშნება საეკლესიო და სახალხო დღესასწაული ელიაობა და დედოფლისწყაროობა.

სახალხო დღესასწაული წელსაც მასშტაბურად აღინიშნება და 2024 წლის შემდეგ უკვე მეორედ, მასში მონაწილეობას თიბისიც მიიღებს.

დედოფლისწყაროს ცენტრალურ მოედანზე კულტურული ღონისძიებებია დაგეგმილი. თიბისი კი, საკუთარი სივრცით იქნება წარმოდგენილი, სადაც ადგილობრივებსა და ქალაქის სტუმრებს სხვადასხვა სახის გასართობი და თიბისის ბრენდირებული საჩუქრები დახვდებათ.

სახალხო დღესასწაული უკვე მეთორმეტე წელია ტარდება, რომლის ფარგლებშიც, ტრადიციულად ასახელებენ საპატიო დედოფლისწყაროელებს, იმართება საზეიმო კონცერტი და სხვადასხვა სახის აქტივობები.

banner
წინა სტატიაშიმოსამართლემ პროევროპულ აქციებზე დაკავებული 11 პირი პატიმრობაში დატოვა
შემდეგი სტატია„ახლა უფრო მოტივირებული ვარ, რადგან ვიცი, შრომა აუცილებლად ფასდება“ – რეზო ყაველაშვილი, საქართველოს ბანკის სტიპენდიატი