ელგუჯა ცომაიას, რომლის ბინაშიც მიხეილ სააკაშვილი დააკავეს, ბრალი დაუმძიმდა

გენერალური პროკურატურის განცხადებით, ელგუჯა ცომაიას, რომლის ბინაშიც საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი დააკავეს, ბრალი დაუმძიმდა.

უწყების ცნობით, მიხეილ სააკაშვილის საქმის გამოძიების ფარგლებში, პროკურატურამ მოპოვებული ახალი მტკიცებულებების საფუძველზე, ელგუჯა ცომაიას,რომელსაც სისხლის სამართლის მძიმე დანაშაულის დაფარვას ედავებოდნენ, საზღვრის უკანონო კვეთაში დახმარებისთვის დაუმძიმდა ბრალი, ხოლო გიორგი ნამორაძეს, რომელიც სამართალდამცველებმა 19 ოქტომბერს დააკავეს, ბრალდება მძიმე დანაშაულის დაფარვისთვის წარუდგინა.

ცნობისთვის, ელგუჯა ცომაიასთვის სასამართლოს აღკვეთის ღონისძიების სახით, პატიმრობა აქვს შეფარდებული.

banner
წინა სტატიაშიპროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართ საქართველოს სახელმწიფო საზღვრის უკანონო კვეთის ფაქტზე ბრალდების შესახებ დადგენილება გამოიტანა
შემდეგი სტატიაწალენჯიხის მუნიციპალიტეტის სოფლებში დევნილ მეწარმეებთან შეხვედრა გაიმართა