ელექტროტექნიკის მაღაზიის ქურდობის მცდელობა – დაკავებულია ორი არასრულწლოვანი

პოლიციამ თბილისში ჯგუფურად ჩადენილი ქურდობის მცდელობის ბრალდებით 2 არასრულწლოვანი დააკავა

“შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ძველი თბილისის სამმართველოს თანამშრომლებმა, წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ ჩადენილი ქურდობის მცდელობის ბრალდებით 2 პირი – 2001 წელს დაბადებული, ამჟამად პირობითი მსჯავრის ქვეშ მყოფი უ.მ. და ასევე 2001 წელს დაბადებული რ.ს. დააკავეს.

დანაშაული 4-დან 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

გამოძიებით დადგინდა, რომ არასრულწლოვნებმა თბილისში, ბარათაშვილის ქუჩაზე მდებარე ტექნიკის მაღაზიის ვიტრინა დააზიანეს და უკანონოდ შეაღწიეს აღნიშნულ მაღაზიაში.

სამართალდამცველებმა ისინი იმ დროს დააკავეს, როდესაც მაღაზიის გაქურდვას ცდილობდნენ.

გამოძიება წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ ქურდობის მცდელობის ფაქტზე, საქართველოს სსკ-ს 19-177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ და მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტებით მიმდინარეობს” – აღნიშნულია შსს-ს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

banner
წინა სტატიაშიმალხაზ მაჩალიკაშვილი სუს-ში მისვლაზე – რასაც ჩემი ორი იურისტი მეტყვის, ისე მოვიქცევი
შემდეგი სტატიასანდრა რულოვსი “ოცნების” კანდიდატს ღია სივრცეში, მოქალაქეების თანდასწრებით დებატებში იწვევს