ელექტროსისტემის განცხადება: ავარიულად გამოირთო “იმერეთი” და “ენგურჰესი”

ელექტროენერგიის მიწოდების შეზღუდვასთან დაკავშირებით, სახელმწიფო ელექტროსიტემა განცხადებას ავრცელებს:

“დღეს, 14 ივნისს, 14 საათზე, ავარიულად გამოირთო 500 კვ-იანი ელექტროგადამცემი ხაზი “იმერეთი” და ჰიდროელექტროსადგური “ენგურჰესი”, რის გამოც ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდა საქართველოს მოსახლეობის უმეტეს ნაწილს. მიმდინარეობს ავარიის ლიკვიდაციის სამუშაოები.
“საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემა” ბოდიშს უხდის მომხმარებელს აღნიშნული შეფერხების გამო” – ნათქვამია განცხადებაში.

banner
წინა სტატიაშისოზარ სუბარი – საგამოძიებო კომისიაზე ოპოზიციის აზრი არ გვაინტერესებს
შემდეგი სტატიალიეტუვას პრეზიდენტი: ნატომ უკრაინასა და საქართველოსთვის მიცემული დაპირება უნდა შეასრულოს