“ელექტრონული სწავლება საშუალებას გვაძლევს, რომ კარგი და ცუდი მასწავლებელი, კარგი და ცუდი სკოლა აღარ არსებობდეს”

განათლების მინისტრის მოვალეობის შემსრულებლის ალექსანდრე ჯეჯელავას განცხადებით, სკოლებში თანამედროვე ტექნოლოგიების დანერგვა აუცილებელია.

როგორც ტექნოპარკში საგანმანათლებლო ტექნოლოგიების მესამე კონფერენციის გახსნის შემდეგ ჯეჯელავამ აღნიშნა, ელექტრონული სწავლების კუთხით, მასწავლებლების მხრიდან დიდი დაინტერესებაა.

„ელექტრორნული სწავლება და ბევრი სხვა ინსტრუმენტი საშუალებას გვაძლევს, რომ კარგი და ცუდი მსწავლებელი, კარგი და ცუდი სკოლა აღარ იყოს. ეს იყოს ერთიანი სივრცე, სადაც ყველა ბავშვს და არამარტო ბავშვს სხვათაშორის, ბევრ ზრდასრულსაც, საჭიროებისამებრ სკოლის დროინდელი ამბების გახსენება არ აწყენდა.

ძალიან მაღალი დაინტერესებაა ყველა შეხვედრაზე, რომელიც მაქვს. 12 ათასზე მეტს მასწავლებელს შევხვდი ბოლო ხუთი თვის განმავლობაში და ყველგან არის სურვილი, რომ ტექნოლოგიები გამოიყენონ და ცოდნა გაიღრმავონ“, – განაცხადა ჯეჯელავამ.

ტექნოპარკში, მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის ორგანიზებით, საგანმანათლებლო ტექნოლოგიების ორდღიანი კონფერენცია გაიხსნა.

banner
წინა სტატიაშისაქართველოსა და გერმანიის შს სამინისტროებმა ერთობლივი ოპერაციის შედეგად, გერმანიაში მომხდარ მკვლელობაში ბრალდებული დააკავეს
შემდეგი სტატია“როდესაც ვხედავ ადამიანებს, რომლებსაც სამსახური აქვთ, როდესაც შვილები ხელცარიელ მშობლებს არ ელოდებიან, ყველაზე მეტად ეს მახარებს”