ელექტრონული Harley-Davidson-ი

Harley-Davidson-მა თავისი პირველი ელექტრონული მოტოციკლი წარმოადგინა. მწარმოებლმა განაცხადა, რომ უკვე შეკვეთებს მიიღებს, მიწოდება კი, სავარაუდოდ, შემოდგომისთვის იგეგმება. ელექტრონულ “ჰარლიზე” ფასები 29 800 დოლარიდან იწყება – წერს”ბიბისი”.

ჯერჯერობით, უცნობია, როგორ მიიღებენ ცნობილი ბრენდის ფანები სიახლეს.
კომპანიის ცნობით, “ჰარლის” საფირმო ხმა ოდნავ შეიცვალა, მაგრამ მაინც ცნობადი დარჩება. ელექტროციკლს 3,5 წამში 100კმ/სთ-ის სიჩქარის აღება შეუძლია. ერთ დატენვაზე, ქალაქის პირობებში, მას 180 კილომეტრის გავლა შეეძლება.

banner
წინა სტატიაშიპიროტექნიკის აფეთქების შედეგად 4 არასრულწლოვანი დაშავდა
შემდეგი სტატიათეირანი პოლონეთს “ანტიირანული კონფერენციის” გამო ემუქრება