ელექტრომობილებისა და მოპედების მფლობელების საპროტესტო აქცია ბათუმში

ელექტრომობილებისა და მოპედების მფლობელების საპროტესტო აქცია ბათუმში – ისინი საკრებულოს გადაწყვეტილებას აპროტესტებენ, რომლის თანახმადაც, პირველი მაისიდან ველობილიკებზე ტრანსპორტის ამ სახეობის მოძრაობა იკრძალება.

მოპედებისა და ელექტრომობილების მფლობელები რეგულაციას არასწორად მიიჩნევენ. ისინი გადაწყვეტილების შეჩერებას მოითხოვენ, რადგან ამბობენ, რომ რეგულაციის ამოქმედების შემდეგ შემოსავლის ერთადერთი წყაროს გარეშე დარჩებიან.

საპროტესტო აქციაზე არასამთავრობო ორგანიზაცია „ჩვენი უფლებებისთვის“ ხელმძღვანელიც იმყოფებოდა. თამარ ბაკურიძის შეფასებით, ბათუმის საკრებულომ „უპასუხისმგებლო და არასახალხო გადაწყვეტილება მიიღო“.

banner
წინა სტატიაშიქალბატონო თეა, უტიფრობასაც აქვს საზღვარი, თანაგუნდელებს უთხარით სიმართლე, რომ ჩამოგაშორეს ღია მმართველობის პარტნიორობის სფეროს – კახიძე
შემდეგი სტატიათეა წულუკიანი – ინფრასტრუქტურების მშენებლობის შედეგად შევძლებთ, რომ გეგუთის, რუსთავისა და ქსნის ძველი დროის გადმონაშთებს, ე.წ. ზონებს დავემშვიდობოთ