ელექტროენერგიისა და ბუნებრივი აირის გაზრდილ გადასახადებთან დაკავშირებით, სემეკ-ი მოქალაქეებს მიმართავს

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისია (სემეკ) ელექტროენერგიისა და ბუნებრივი აირის გაზრდილ გადასახადებთან დაკავშირებით, მედიისა და სოციალური ქსელის საშუალებით გავრცელებულ ინფორმაციას განცხადებით ეხმაურება.

„კომისია მოქალაქეებს მიმართავს და მოუწოდებს, რომ გაზრდილ გადასახადთან დაკავშირებით მიმართონ შესაბამის გამანაწილებელ კომპანიას, ან განცხადებით მომართონ კომისიას და კომისიასთან დამოუკიდებლად არსებულ ენერგოომბუდსმენის სამსახურს. ასევე, მოქალაქეებს კომისიაში კონსულტაციების გავლა შეუძლიათ „ქოლ ცენტრის“ საშუალებითაც ნომერზე – 16 216.

კომისია ინდივიდუალურად შეისწავლის მოქალაქეთა განცხადებებს და იმ შემთხვევაში, თუ მოკვლევის შედეგად ზედმეტი დარიცხვა დადასტურდება, მოქალაქეებს თანხა ჩამოეწერებათ“, ნათქვამია სემეკ-ის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

კომისია აქვე განმარტავს, რომ ელექტროენერგიისა და ბუნებრივი გაზის სამომხმარებლო ტარიფები არ გაზრდილა.

banner
წინა სტატიაში“ხელისუფლების ორგანოები იყვნენ შეყვანილი შეცდომაში”- რას აცხადებს დეკანოზ მამალაძის ადვოკატი
შემდეგი სტატიაბესელია: თუ პროკურატურა იმ ფაქტებს გაასაჯაროვებს, რაც გააჩნია, სპეკულაციების სურვილი ბევრ ადამიანს გაუქრება