“ელექტროენერგიის ტარიფის ფასნამატის ნაწილობრივი სუბსიდირება მნიშვნელოვან დარგებს წნეხს შეუმსუბუქებს”

მთავრობამ მიიღო კიდევ ერთი მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება, რომ გარკვეული კატეგორიის კვების მწარმოებელ მეწარმეებს მთელი წლის განმავლობაში ელექტროენერგიის ტარიფის ფასნამატის 50 პროცენტი დავუსუბსიდიროთ, – ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ განაცხადა.

მინისტრის თქმით, ეს გადაწყვეტილება შეუმსუბუქებს წნეხს ისეთ მნიშვნელოვან წარმოებას, ისეთ დარგებს, როგორიცაა რძის პროდუქტების წარმოება და გადამუშავება, ხორცის წარმოება და გადამუშავება, შინაური ფრინველის ხორცის გადამუშავება, ბოსტნეულის მოყვანა და კონსერვირება, ხილის გადამუშავება და ბევრი სხვა დარგი, რაც პრაქტიკულად წარმოადგენს ძირითად ადგილობრივ საქმიანობას კვების პროდუქტების წარმოების მიმართულებით.

„იცით, რომ ქართული წარმოების კვების პროდუქტები დომინირებს ჩვენს ბაზარზე, უპირატესი მოთხოვნა მოდის სწორედ ადგილობრივი წარმოების კვების პროდუქტებზე და ფასნამატის ნაწილობრივი სუბსიდირების გადაწყვეტილება დაიცავს პირველ რიგში ჩვენს მოსახლეობას, მომხმარებელს კვების პროდუქტების ფასის ცვლილებისგან“, – აღნიშნა ნათია თურნავამ.

სამინისტროს მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, გარკვეული კატეგორიების კვების პროდუქტების მწარმოებელი მეწარმე სუბიექტებისთვის სახელმწიფო 2021 წლის განმავლობაში მოქმედ ელექტროენერგიის სამომხმარებლო ტარიფსა და 2020 წელს მოქმედ ელექტროენერგიის სამომხმარებლო ტარიფს შორის წარმოქმნილი სხვაობის 50 პროცენტის სუბსიდირებას განახორციელებს.

banner
წინა სტატიაში“აბსურდია, არ ხარ პარლამენტში და ხარ რომელიმე საკრებულოში, სხვები თუ მიიღებენ ადგილობრივ არჩევნებში მონაწილეობას, შევეცდებით, დავაბულინგოთ”
შემდეგი სტატია“ოპოზიციის თვითმმართველობის არჩევნების ბოიკოტი ისეთივე უსაფუძვლო იქნება, როგორც განცხადება, რომ არჩევნები გაყალბდა”