ხალხი 2026 წელს დენის გაზრდილი ტარიფით შეხვდება. სემეკის თავმჯდომარე ჯერ არ ამბობს, რამდენით მოიმატებს გადასახადი, თუმცა უკვე ცნობილია, რომ ელექტრო ენერგია გაძვირდება, როგორც მოქალაქეებისთვის, ასევე ბიზნესისთვის. დენის გაძვირებას კი ავტომატურად მოყვება ყველა იმ პროდუქტზე ფასის მატება, რომლის წარმოებისთვისაც ელექტროენერგიას მოიხმარენ.
კობახიძე ამბობს, რომ დენზე ტარიფის ზრდა გლობალურ ფასებზეა დამოკიდებული. “ქართული ოცნების” პრემიერი სემეკის თავმჯდომარესთან შეხვედრას და კონსულტაციებს აანონსებს.
ექსპერტების თქმით, თუ არსებული ტარიფის შენარჩუნება არ მოხდა, ეს გაჭირვებული ხალხისთვის დამატებითი ფინანსური წნეხი იქნება.
ოპოზიციის შესასებით, დენს მოსახლეობას ის ხელისუფლება უძვირებს, რომლის მთავარი დაპირებაც 13 წლის წინ ტარიფების განახევრება იყო.



















