ელექტროენერგიის გაძვირება 1-ელ აპრილამდე გადაიდო

ელექტროენერგიაზე არსებულ ფასს მთავრობა მხოლოდ სამი თვე შეინარჩუნებს – გაძვირება 1 აპრილამდე გადაიდო. მარეგულირებელმა კომისიამ გადაწყვეტილებას კენჭი უკვე უყარა – იანვრიდან ამოქმედდება სამთვიანი დროებითი ტარიფები, ანუ გადავიხდით იგივეს. აპრილიდან კი სემეკი თავიდან იმსჯელებს ტარიფის გაზრდაზე. დავით ნარმანია სამი დღის წინ გარდაუვლად მიიჩნევდა ელექტროენერგიის გაძვირებას, დღეს აღმოჩნდა, რომ ტარიფის ძველ ნიშნულზე შენარჩუნება, სამი თვით თუმცა მაინც შესაძლებელია.

“ქართულ ოცნებას” სავარაუდოდ სოციალური აფეთქების შეეშინდა, ჯერ სემეკის თავმჯდომარე ამტკიცებდა, რომ დენის ფასი უნდა გაეზარდა, შემდეგ ირაკლი კობახიძემ ხალხი დააიმედა, დავით ნარმანიასთან კონსულტაციები გამართა და გადაწყვეტილებაც შეიცვალა. სემეკში ამბობენ, რომ ენერგო – კომპანიებმა თავად სთხოვეს გადავადება, თან აღმოჩნდა, რომ ელექტროენერგიის ბალანსი დაზუსტებული ჯერ არ ჰქონდათ.

ქვეყანაში ისედაც ყველაფერი გაძვირებულია, პროდუქტებზე ფასები იმატებს, დენის ტარიფის გაზრდა, ცხოვრებას კიდევ უფრო გაუძვირებს მოსახლეობაც, ამიტომაც ფიქრობენ ეკონომისტები, რომ “ოცნებამ” ამჯობინა – ტარიფის გაზრდა გადაედო და ხალხში ახალი პროტესტი არ გამოეწვია. საახალწლოდ ტარიფების გაზრდის დაანონსება მოსახლეობამ მძიმედ მიიღო – ისედაც გაჭირვებული მოქალაქეებისთვის, ყოველი თეთრით დენის ან გაზის გაძვირება დიდი ფინანსური წნეხია. დენის ტარიფი ისედაც გაორმაგებულია ზუსტად იმ ხელისუფლების პირობებში, რომელიც 13 წლის წინ ძალაუფლებაში ტარიფების განახევრების დაპირებით მოვიდა.

ელექტროენერგიის ტარიფის მოსალოდნელი ცვლილება ადასტურებს, რომ ქვეყანში უმძიმესი ვითარება, ამბობენ “ძლიერ საქართველოში”. ოპოზიცი ფიქრობს, რომ უახლოეს თვეებში ვითარება კიდევ უფრო დამძიმდება.

banner
წინა სტატიაში“ქართული ოცნება” ყოფილ მთავარ პროკურორს ციხეში გაშვებას უვადოდ უპირებს
შემდეგი სტატია„ეს კარგი არ არის, სულ სხვა რამაა მის სახლზე თავდასხმა“ – ტრამპმა რუსეთის პრეზიდენტის რეზიდენციაზე თავდასხმის შესახებ პუტინისგან შეიტყო