ელენე თევდორაძე სასამართლოში იკითხება

ელენე თევდორაძე გუშინ

თბილისის საქალაქო სასამართლოში შეწყალების კომისიის ყოფილი თავმჯდომარე ელენე თევდორაძე იკითხება. თევდორაძეს მოწმის სახით, სანდრო გირგვლიანის საქმეზე კითხავენ. თევდორაძის განმარტებით, ის გირგვლიანის მკვლელობისათვის გასამართლებულებს ციხეში შეხვდა. მისივე თქმით, მათ არაპირდაპირად, თუმცა მინიშნებით უთხრეს, რომ დამნაშავეები არ არიან და ციხის შიგნით პირობების გაუმჯობესება სთხოვეს, ვინაიდან, მოწმის თქმით, მსჯავრდებულები იმ დროს რთულ პირობებში იმყოფებოდნენ. თევდორაძე, ასევე აცხადებს, რომ მან მსჯავრდებულებს განუმარტა, რომ არ მიემართათ შეწყალების კომისიისთვის, ვინაიდან, მსგავსი კატეგორიის დანაშაულზე მსჯავრდებულებს კომისია არ იწყალებდა. მისივე თქმით, ამის შემდგომ, მან დაურეკა ბაჩანა ახალაიას და უთხრა, რომ მიეხედა პატიმრებისათვის, ვინაიდან მძიმე პირობებში იმყოფებოდნენ. ელენე თევდორაძის თქმით, სწორედ ამის შემდგომ, ტელევიზიით შეიტყო, რომ გირგვლიანის საქმეზე დაპატიმრებულები კარგ პირობებში იმყოფებოდნენ, გადიოდნენ ციხიდან და ა.შ.

აღნიშნულ საქმეზე ბრალი ყოფილ პრეზიდენტს მიხეილ სააკაშვილს უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებისათვის აქვს წარდგენილი.

banner
წინა სტატიაშიკიევის სააპელაციო სასამართლომ გია ცერცვაძის პროცესი ჩანიშნა
შემდეგი სტატიაპრეზიდენტმა სასამართლოს რეფორმასთან დაკავშირებულ საკანონმდებლო პაკეტს ვეტო დაადო