ელენე ნიჟარაძე: კარუსელები იყო ნამდვილად გაყალბება დავაფქისირეთ მეორე ტურზეც, რაც საოცრება იყო

“სამართლიანი არჩევნების” ხელმძღვანელი ამბობს, რომ მათი მეთოდოლოგია დაფიქსირებული ხარვეზების მიუხედავად სანდოა.

“მთავარ აქცენტებში”, ნიკა გვარამიას კითხვაზე, რა განსხვავებაა ცესკოს-სა და ISFED-ს შორის, ნიჟარაძე ამბობს, რომ გამოვლენილ დარღვევებზე მათ ყველას მიაწოდეს ინფორმაცია, ცესკო კი არ საუბრობს ამაზე.

ნიკა გვარამიას შეფასებით “ქართულმა ოცნებამ” ღიად გამოიყენა “სამართლიანი არჩევნები” და ორგანიზაციას ახლა რეპუტაციისა და ნდობის აღდგენისთვის დამაჯერებელი განცხადებების გაკეთება სჭირდება.

“სტარტეგია აქვს ქართულ ოცნებას, რომ ყურადღება გადაიტანოს მცირე ხარვეზზე და არ ისაუბროს საზოგადოებამ იმ პრობლემებზე, რომელზეც ჩვენ ვსაუბრობთ, მაგრამ იმედი მაქვს, რომ საზოგადოება სწორად შეაფასებს ყველაფერს”, – ამბობს ელენე ნიჟარაძე.

კითხვაზე გაყალბდა თუ არა არჩევნები, ელენე ნიჟარაძე პასუხობს:

“​ძალიან სერიოზული პრობლემები იყო ამ არჩევნებზე და როდესაც ვლაპარაკობთ იმ 8% -ზე და ვამბობთ, რომ ვერ ვიტყვი რა იყო, ტექნიკური შეცდომა თუ გაყალბება, სანამ არ გადათვლიან და არ მაჩვენებენ დოკუმენტალურად რას ჰქონდა პრობლემა, ეს ერთია, მაგრამ ის, რომ კარუსელები იყო ნამდვილად…

გაყალბება დავაფქისირეთ მეორე ტურზეც, რაც საოცრება იყო, მაგრამ ეჭვი მაქვს, რომ კარუსელი არ არის ის შემთხვევა, როდესაც აკეთებ ერთ უბანზე, ეს ჩემი აზრით სხვა უბნებზეც იქნებოდა – ამბობს ელენე ნიჟარაძე, თუმცა მისივე თქმით, ყალბი პირადობის მოწმებები არ გამოუვლენიათ.

banner
წინა სტატიაშიმე არ შემიძლია, როცა ჩემი უმცროსი გოგო სტრესისგან ვიტილოგოთი დაავადდა – ნიკა გვარამიას ემოციური მიმართვა
შემდეგი სტატიათეთრიწყაროში 82 წლის მამაკაცი 87 წლის მეუღლის მკვლელობის ბრალდებით დააკავეს