ნაციონალური მოძრაობის ვაკის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატის, ელენე ხოშტარიას თქმით, წყნეთში გარკვეულ უბნებზე საარჩევნო პროცესი დარღვევებით მიმდინარეობს. მისი ინფორმაციით, ადგილი აქვს როგორც ადმინისტრაციული რესურსის გამოყენებას, ასევე საარჩევნო უბნებზე აგიტაცია-პროპაგანდა ხდება.
ელენე ხოშტარიას განცხადებით, ქართული ოცნების წარმომადგენლები ამომრჩეველს მოუწოდებენ, 41 ნომერი შემოხაზონ.
მაჟორიტარობის კანდიდატმა საკუთარი არჩევანი ვაკის მე-2 ოლქის მე-12 უბანზე უკვე დააფიქსირა. ელენე ხოშტარიამ ხმა მისცა საკონსტიტუციო უმრავლესობისა და ერთპარტიული მომავლის წინააღმდეგ.