ელენე ხოშტარიას ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია, გამოხატულია საერთო სისუსტე

ელენე ხოშტარიას ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია, გამოხატულია საერთო სისუსტე,- ამის შესახებ “რესპუბლიკური საავადმყოფოს” გადაუდებელი მედიცინის ექიმმა ავთანდილ უბილავამ განაცხადა.

დღეს “რესპუბლიკური საავადმყოფოს” გადაუდებელი მედიცინის ჯგუფმა „დროას“ ლიდერი, რომელიც უკვე მე-7 დღეა პარლამენტში შიმშილობს, გეგმური მონიტორინგის მიზნით შეამოწმა. როგორც ექიმი აცხადებს, სასიცოცხლო პარამეტრები ნორმის ფარგლებშია და პაციენტი მედიკამენტებზე უარს ამბობს.

“გეგმური მონიტორინგი გვქონდა, ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია. სასიცოცხლო პარამეტრები ნორმის ფარგლებშია, გლუკოზის ციფრები ნორმის ფარგლებშია. საერთო სისუსტეა გამოხატული. მედიკამენტებზე უარს ამბობს. თუ მდგომარეობა რაიმე სახით გართულდა, მივიღებთ კონკრეტულ ზომებს,”- განაცხადა უბილავამ.

banner
წინა სტატიაში“ოპოზიციონერი ლიდერები ქადაგებენ იმას, რაც იციან, რომ მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით სიმართლე არ არის”
შემდეგი სტატიავინ არის პირი, ვინც მიხეილ სააკაშვილს “ჩიტი” უწოდა და აგინა