27.1 C
Tbilisi
ხუთშაბათი, ივნისი 11, 2026
banner

ელენე ხოშტარიას გედევან ფოფხაძეც შეუერთდა-გედევან ფოფხაძე: “ან სიკვდილი ან გამარჯვება- ეს არის ჩემი პოზიცია”

ელენე ხოშტარიას გედევან ფოფხაძეც შეუერთდა – პოლიტიკოსი შიმშილობას იწყებს.

“ან სიკვდილი ან გამარჯვება- ეს არის ჩემი პოზიცია” – აცხადებს გედევან ფოფხაძე

“მე ვუერთდები ელენე ხოშტარიას აქციას, მეც დღეიდან ვიწყებ შიმშილობას. აბსოლუტურად ვეთანხმები ელენეს იმაში, რომ შეუძლებელია დღეს ამ რეჟიმთან რაიმე ფორმის თანამშრომლობა.

ფაქტობრივად, შექმნილია უკანონო რეპრესიული სისტემა ადამიანების დევნის, არის არალეგიტიმური სახელმწიფო სისტემა, რომელიც უბრალოდ ემსახურება ერთი ადამიანის კერძო ინტერესებს, ამ ფონზე, ჩვენ თუ არ დავუპირისპირდით ამ ყველაფერს ჩვენი თავგანწირვით, პრინციპული პოზიციით და რაიმე ელემენტი დავტოვეთ მათთა შესაძლო თანამშრომლობის, ამით ვღალატობთ იმ ხალხსაც, ვინც ციხეში უკანონოდ ზის და საზოგადოებასაც. ამიტომ, მგონია დღეს არის პროტესტის სწორი ფორმა“, – თქვა მან.

ცნობისთვის, ელენე ხოშტარიამ შიმშილობსი დაწყება გუშის, რუსთაველის გამზირზე გამოაცხადა.

banner
წინა სტატიაშიდანიის საგარეო საქმეთა მინისტრი: დანია მკაცრად გმობს ოპოზიციური ლიდერების დაპატიმრებას
შემდეგი სტატიალექსო სამხარაძე თავისუფალია-“ეს რეჟიმი, რომელიც არის ავტორიტარული, უნდა გავუშვათ მოსკოვში”