30.7 C
Tbilisi
პარასკევი, ივლისი 17, 2026
banner

ელენე ხოშტარიას ექიმი: თანხმობა მოგვცეს, რომ უცხოელი სპეციალისტების ჩამოყვანის მხრივ შეზღუდული არ ვიქნებით

პატიმრობაში მყოფი ოპოზიციონერი პოლიტიკოსის, ელენე ხოშტარიას ექიმის, მაკა იოსელიანის განცხადებით, ელენე ხოშტარიას “ვივამედის” კლინიკაში გადაიყვანენ, სადაც ჩატარდება ყველა იმ სპეციალისტის კონსულტაცია, რომელსაც საჭიროდ ჩათვლიან.

როგორც მაკა იოსელიანმა აღნიშნა, მკურნალობა დაიწყება მხოლოდ მას შემდეგ, რაც ჩატარდება სრული კვლევა.

ექიმი არ გამორიცხავს, რომ მკურნალობის პროცესში მოხდეს უცხოელი სპეციალისტების ჩართვაც.

“მიღებულ იქნა გადაწყვეტილება, პაციენტი ელენე ხოშტარია გადაყვანილი იქნება “ვივამედში”. ჩატარდება ყველა საჭირო კვლევა, ჩატარდება ყველა იმ სპეციალისტის კონსულტაცია, რომელსაც ჩავთვლით საჭიროდ და მხოლოდ და მხოლოდ იმის შემდეგ, როცა საბოლოოდ გამოირიცხება ინფექცია, დაისმება დიაგნოზი, საერთაშორისო რეკომენდაციების შესაბამისად დაიწყება მკურნალობა. მომცეს თანხმობა, თუკი გადაწყვეტილება მიიღება ექიმების მიერ, დაწყებული იქნას ბიოლოგიური დაავადების მამოდიფიცირებელი პრეპარატები, ოღონდ ეს გაკეთდება მხოლოდ სრული კვლევის შემდეგ, ეს თერაპიაც დაიწყება “ვივამედის” კედლებში, ჩატარდება რამდენიმე ინექცია და მხოლოდ ამის შემდეგ გადაწყდება პაციენტის გადაყვანა სასჯელაღსრულების დაწესებულებაში. თანხმობა მოგვცეს, რომ უცხოელი სპეციალისტების ჩამოყვანის მხრივაც შეზღუდული არ ვიქნებით არავითარ შემთხვევაში”, – განაცხადა მაკა იოსელიანმა.

banner
წინა სტატიაში„ნაციონალური მოძრაობა“ – პარტია უნდა გადავიდეს წევრების მიერ უშუალო, ჰორიზონტალურ მართვაზე
შემდეგი სტატიამოკლული მასწავლებლის, გიგა ავალიანის დედა, ივანიშვილის ცოლს მიმართავს