27.7 C
Tbilisi
ორშაბათი, ივლისი 13, 2026
banner

ელენე ხოშტარიას ექიმები პენიტენციური სამსახურის დირექტორს ხვდებიან — ოპოზიცია პოლიტიკოსის კლინიკაში გადაყვანას ითხოვს

ელენე ხოშტარიას მკურნალი ექიმი, რევმატოლოგი მაკა იოსელიანი და კოალიციის წევრი, ექიმი ანი ქავთარაძე სპეციალური პენიტენციური სამსახურის გენერალურ დირექტორს, გიორგი პატარიძეს ხვდებიან. ინფორმაციას პარტიის პრესსამსახური ავრცელებს.

შეხვედრის პარალელურად, ოპოზიციურმა ალიანსმა განცხადება გაავრცელა, სადაც აღნიშნულია, რომ ბოლო თვეების განმავლობაში პატიმრობაში მყოფი პოლიტიკოსის ჯანმრთელობის მდგომარეობა უწყვეტად უარესდება.

„მას აქვს ქრონიკული ტკივილი, რომლის მართვაც ციხის პირობებში ვერ ხერხდება. ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუმჯობესების ერთადერთი გზა მისი სამოქალაქო კლინიკაში გადაყვანაა“, — აცხადებენ ოპოზიციაში და ხოშტარიას ჯანმრთელობაზე სრულ პასუხისმგებლობას „ქართულ ოცნებას“ აკისრებენ.

ბრალდებებს სპეციალური პენიტენციური სამსახურის ხელმძღვანელი გიორგი პატარიძე გამოეხმაურა. მან ოპოზიციის ქმედებებს „აბსურდის თეატრი“ უწოდა და აღნიშნა, რომ რეალური შეფასების ნაცვლად, პროცესი ბრიფინგების ფორმატში გადააქვთ.

პატარიძის განცხადებით, თუ საქმის ნაცვლად საჯარო განცხადებები გაგრძელდება, უწყება იძულებული იქნება „სხვა ნაბიჯები“ გადადგას, თუმცა ამ ეტაპზე სამსახური მსჯავრდებულის ინტერესებიდან გამომდინარე მოქმედებს.

banner
წინა სტატიაშიევროკავშირი უკრაინის სამხედრო მრეწველობისთვის 343 მილიონ ევროს გამოყოფს
შემდეგი სტატია“ჩხუბი წინასწარ იყო დაგეგმილი, საერთო ქსელში შეთანხმდნენ”- ვიკა ფილფანი