9.8 C
Tbilisi
ორშაბათი, აპრილი 13, 2026
banner

ელენე ხოშტარიას დედის პასუხი კალაძეს – “კლოუნი”

კახა კალაძეს ელენე ხოშტარის ოჯახი პასუხობს – როგორც ირინა გუნცაძე ტვ პირველთან ამბობს, თბილისის მერი აქამდე ჩუმად იყო და როგორც ჩანს, ძალით ამოაღებინეს ხმა.

ხოშტარიას დედა კალაძეს საკუთარ ავტოგოლებს ახსენებს და აცხადებს, რომ მისმა შვილმა თბილისის მერს 100-0 მოუგო.

ამ საცოდავ კალაძეს ინერციით ლოყა ხო არ ეწვის კიდევ, ასევე, 100-0 რომ მოუგო ელენემ, ავტოგოლები ხომ არ გაახსენდა? სამარცხვინოები, არ რცხვენიათ? გააჩუმონ ენა, იმას რომ დამსგავსებია, ალეგ პაპოვს, კლოუნი. ეს არის მონობა, რამდენიმე დღით ჩუმად იყო და ახლა ხმა ამოაღებინეს, როგორც ჩანს. ელენეს არც დაუწუწუნია, ერთი სიტყვა არ უთქვამს 4 შვილზე, თავის 4 შვილიანად, თავის ოჯახიანად, თავისი ჩვენიანად და ყველა ნორმალურ ადამიანებიანად ებრძვის ამ კასტას, – განაცხადა ირინა გუნცაძემ.

თბილისის მერი, კახა კალაძე, რომლის საარჩევნო ბანერზე, ფლომასტერით გაკეთებული წარწერის გამო “დროას” ლიდერი, ელენე ხოშტარია ციხეში გაუშვეს, ქალი პოლიტიკოსისთვის გამოტანილ განაჩენს დღეს გამოეხმაურა.

banner
წინა სტატიაშისტარმერი: პუტინი რასაც არ უნდა ეუბნებოდეს საკუთარ თავს, რუსეთი უკრაინაში ომს არ იგებს
შემდეგი სტატიამთავრობამ შემოსავლების სამსახურს და შსს მომსახურების სააგენტოს ბიუჯეტში 110 მლნ ლარის ჩარიცხვა დაავალა