ელენე ხოშტარიას დედა სოციალურ ქსელში მისი შვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების შესახებ ინფორმაციას ეხმაურება.
ელენეს ტყუილად დაჭერისა და მისი ჯანმრთელობის გაუარესების გამო, ვერ გადამირჩები! მე გეყოფი შენ! -ასე მიმართავს პატიმრობაში მყოფი ოპოზიციონერი პოლიტიკოსის დედა, ირინა გუნცაძე “ქართული ოცნების” დამფუძნებელ ბიძინა ივანიშვილს.
ცნობისთვის, ადვოკატის ინფორმაციით, „კოალიცია ცვლილებისთვის“ ერთ-ერთი ლიდერის ელენე ხოშტარიას ჯანმრთელობის მდგომარეობა დამძიმდა.
როგორც მისმა ადვოკატმა, შოთა თუთბერიძემ აღნიშნა, ელენე ხოშტარიას სახსრების ძლიერი ტკივილი აქვს, მოძრაობის გაძნელება, რის გამოც ვერ ახერხებს ზოგჯერ წერას და გადაადგილებისას ყავარჯენი სჭირდება.















