ელენე ხოშტარიას დაკავების კადრები ვრცელდება (ვიდეო)

აჭარის მთავრობის სახლთან მყოფი აქციის მონაწილეები, სოლიდარობის ნიშნად აქცია-მსვლელობით წინასწარი დაკავების იზოლატორთან მიემართებიან, სადაც აქციის დროს დაკავებულები არიან გადაყვანილი.

ისმის შეძახილები “თავისუფლება რეჟიმის პატიმრებს”.

აჭარის პოლიციის დეპარტამენტის, ბათუმის საქალაქო სამმართველოს უფროსის ირაკლი დგებუაძის ინფორმაციით, ბათუმში, მთავრობის სახლთან მიმდინარე აქციაზე დაკავებულია რვა პირი. მისივე განცხადებით, ყველა მათგანი ადმინისტრაციული წესით – 166-ე და 173 მუხლებით გათვალისწინებული დანაშაულისთვის არის დაკავებული. დაკავებულთა შორის არიან ოპოზიციონერები – ელენე ხოშტარია და გიორგი კირთაძე.

banner
წინა სტატიაშიშსს: ბათუმში რვა პირია დაკავებული ადმინისტრაციული წესით
შემდეგი სტატიადაკავებულია „ძლიერი საქართველოს“ ახალგაზრდა ლიდერი ლუკა ნაცვლიშვილი