ელენე ხოშტარიამ ახალი მოძრაობა “დროა” დააფუძნა

ელენე ხოშტარიამ ახალი მოძრაობა “დროა” დააფუძნა. “დროა, ვაჩვენოთ ხელისუფლებას, რომ ვხედავთ, რაც ხდება და არ შევეგუებით”, – ამბობს ხოშტარია გავრცელებულ ვიდეომიმართვაში.

ხოშტარია აპირებს, ამხილოს კორუმპირებული ჩინოვნიკები, მოძალადეები, გამყალბებლები, ქურდები, კლანის წევრები, ნეპოტიზმი, რუსეთთან კავშირები და ყველანაირი უსამართლობა.

“თქვენ არ იქნებით მარტო, ჩვენ უსამართლობასთან მებრძოლ არცერთ ადამიანს არ დავტოვებთ მარტო”, – მიმართავს ხოშტარია საზოგადოებას.

ცნობისთვის, ელენე ხოშტარიამ პარტია “ევროპული საქართველო” 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ დატოვა.

 

banner
წინა სტატიაში“გოგოები ქუჩიდან, კლუბიდან, ბარიდან “ააფრინეს” და მიჰგვარეს ახლადგამოჩეკილ უფლისწულს”
შემდეგი სტატიაპატრიარქი ტელემარათონის ორგანიზატორებს და მოქალაქეებს მიმართავს