17.8 C
Tbilisi
ხუთშაბათი, ოქტომბერი 15, 2026
banner

ელენე ხოშტარია “ვივამედიდან” რუსთავის ციხეში ბრუნდება

“დღეს ვივამედის კლინიკიდან ვბრუნდები რუსთავის ციხეში. მკურნალობის პირველი ეტაპი დასრულებულია. ამიერიდან, მკურნალობას შერეულად გავაგრძელებ – ციხეში და ვივამედში. კლინიკაში თვეში ერთხელ მოვალ ხოლმე წამლების მისაღებად და შესამოწმებლად.

დიდი მადლობა ვივამედს, ყველა ექთანს, დამლაგებელს, ყველა თანამშრომელს ყურადღებისთვის. ასევე უნდა აღვნიშნო, რომ პენიტენციურ სამსახურთან გვქონდა კონსტრუქციული და საქმიანი თანამშრომლობა. მადლობა ყველა იმ ოფიცერს, რომელთანაც ამ პერიოდის განმავლობაში, შეხება მქონდა. მიხარია, რომ ისინი გავიცანი. მათზე, რომ გამოვალ, მერე ვილაპარაკებ ბევრს.

ახლა კი დროებით, ერთი თვით, დავბრუნდები რუსთავის ქალთა ციხეში.

დიდი მადლობა ჩემს ექიმებს – მაკა იოსელიანს, ანი ქვთარაძეს და ყველას, ვინც შესაძლებელი გახადა ჩემი მკურნალობა”, _  წერს ელენე ხოშტარია.

banner
წინა სტატიაშიპენიტენციური სამსახური არჩილ მუსელიანცის წერილს ეხმაურება
შემდეგი სტატიაგორში ავარიის შედეგად 2 ადამიანი დაშავდა