16.8 C
Tbilisi
შაბათი, სექტემბერი 12, 2026
banner

ელენე ხოშტარია: ვერც ოკუპაციის ისტორიას გადაწერენ და ვერც გმირობისას

პატიმრობაში მყოფი  „დროას“ ლიდერი, ელენე ხოშტარია სოციალურ ქსელში განცხადებას ავრცელებს.

“7 აგვისტოს რუსული რეგულარული არმია უკვე საქართველოს ტერიტორიაზე იყო. გვქონდა მსხვერპლი. ვერც რუსები, ვერც ქართველი რუსები ისტორიას ვერ გადაწერენ.
ვერ გადაწერენ გმირობის ისტორიას, ვერ დაგვავიწყებენ ქართველ სამხედროებს, ვერ დააკნინებენ ანწუხელიძეს. ვერც იმას ვერ გადაწერენ, რომ საქართველომ სახელმწიფოებრიობა შეინარჩუნა.
მთავრობა არსად გაქცეულა, ბოლომდე იდგა, ქვეყანა არ ჩამოშლილა და საქართველო არ გაუქმებულა.
ვერც საქართველოს ოკუპაციის ისტორიას გადაწერენ, სადაც თავად ქართული ოცნება რუს ოკუპანტებთან ერთად სირცხვილის ფურცლებს შეავსებს.

რუსეთი ოკუპანტია, ქოცი რუსია.

გაუმარჯოს თავისუფალ საქართველოს!“ —წერს ელენე ხოშტარია.

banner
წინა სტატიაშისაქართველოს ბანკის Student Card-ისა და sCool Card-ის მფლობელები ქუთაისში ტრანსპორტზე შეღავათიანი ტარიფით ისარგებლებენ
შემდეგი სტატიახაშურის გზაზე ავარიის შედეგად ერთი ადამიანი დაიღუპა