ელენე ხოშტარია: ვალდებულები ვართ შევიდეთ პარლამენტში, მოსწონს ეს ვინმეს თუ არა

“ენმ”-ს წევრი ელენე ხოშტარი ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის განცხადებას იმის შესახებ, რომ მას არ სურს პარტიაში ერთ-ორ ახირებულ წევრთან რაიმე საერთო ჰქონდეს, ეხმაურება და აცხადებს, რომ პარლამენტში შესვლისა და მეორე ტურებში მონაწილეობის შესახებ გადაწყვეტილება პარტიის პოლიტსაბჭომ კოლექტიურად მიიღო:

„როგორც თავად მიხეილ სააკაშვილმა განაცხადა, მისი მთავარი კრიტიკის საგანი არის პარლამენტში შესვლის საკითხი და მეორე ტურებში მონაწილეობა. ის არ ყოფილა ერთი და ორი ადამიანის მიერ დაყენებული თემა. ჩვენ ძალიან ღიად, ჯანსაღად ვიმსჯელეთ და კოლექტიურად მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ ქვეყნის ინტერესებში დღეს არის პარლამენტში შესვლა და იყო მეორე ტურებში მონაწილეობა. როდესაც პარტია იღებს ასეთ გადაწყვეტილებას, ვალდებულები ვართ ეს შევასრულოთ. შევიდეთ პარლამენტში და გავაგრძელოთ ბრძოლა, მიუხედავად იმისა, მოსწონს ეს ვინმეს თუ არა“, – განაცხადა ელენე ხოშტარიამ.

banner
წინა სტატიაშიჯეიმს აპატურაი “ნატო-საქართველო 2016“-ის დაწყებას მიესალმება
შემდეგი სტატიაზურაბ ჭიაბერაშვილი: ბიძინა ივანიშვილისთვის არც ერთი გოჯის დათმობას არ ვაპირებთ