21.8 C
Tbilisi
ორშაბათი, ოქტომბერი 12, 2026
banner

ელენე ხოშტარია თამაზ ელიზბარაშვილს მხარდაჭერას უცხადებს

“დროას“ პატიმრობაში მყოფი ლიდერი, ელენე ხოშტარია, ბიზნესმენ თამაზ ელიზბარაშვილს მხარდაჭერას უცხადებს.

როგორც ის ციხიდან გამოგვზანილ წერილში წერს, რეალურად მას მოუწყვეს პროვოკაცია, მაგრამ ეს პროვოკაცია არ შედგა, რადგან ის მიხვდა და ჭკვიანურად მოიქცა.

,,ჩემი სრული მხარდაჭერა თამაზ ელიზბარაშვილს. ადამიანს, რომელიც პრინციპულ საკითზე – რუსეთზე, არასდროს ერიდებოდა ხმამაღლა და მკაფიოდ საუბარს.

რეალურად მას მოუწყვეს პროვოკაცია, მაგრამ ეს პროვოკაცია არ შედგა. ის მიხვდა და ჭკვიანურად მოიქცა. ვერაფერზე რომ ვერ მოედავნენ, გადაწყვიტეს, უბრალოდ დასაჯონ. ეს არის აბსოლუტურად გაშიფრული და ჩავარდნილი სპეცოპერაცია. პირიქით, ადვოკატზე მოძალადე იქნება დასჯილი აუცილებლად.

გამძლეობა ბატონ თამაზს, მის ოჯახს! ასეთ ადამიანს ვერ მოერევიან,- წერს ხოშტარია.

banner
წინა სტატიაშიპაატა ზაქარეიშვილი: ღარიბაშვილის სიცოცხლე საფრთხეშია
შემდეგი სტატიაადვოკატი: საქმის მასალებით, ელიზბარაშვილის “მუქარას” 7 დაზარალებული კაცი ჰყავს