17.8 C
Tbilisi
სამშაბათი, აგვისტო 18, 2026
banner

ელენე ხოშტარია: სწორედ თელავის პოლიცია იყო, ლავროვის შვილის ქორწილის გამო, აქტივისტებს რომ დაერია

სწორედ თელავის პოლიცია იყო, ლავროვის შვილის ქორწილის გამო, აქტივისტებს რომ დაერია. ფიზიკურადაც კი მომიწია პოლიციის უფროსისაგან აქციის მონაწილეების დაცვა,- წერს “კოალიცია ცვლილებისთვის” ლიდერი, ელენე ხოშტარია სოციალურ ქსელში და კახეთში მომხდარს ეხმაურება.

,,ჩვენი პრობლემა თავგასული რუსების არსებობა კი არაა, ეს მუდმივად ასე იქნება, არამედ ჩვენი სახელმწიფოს დამოკიდებულება საკუთარი თავის, საკუთარი ღირსების, საკუთარი კანონებისა და საკუთარი მოქალაქეების მიმართ. პრობლემა ისაა, აგრესიულ და პროვოკატორ რუსს ყოველთვის რომ უფრო მეტად აქვს ჩვენი პოლიციის იმედი, ვიდრე საქართველოს მშვიდობიან, წესიერ მოქალაქეს. სწორედ ეს არის შესაცვლელი”,- წერს ელენე ხოშტარია.

ინციდენტი თელავში, სასტუმრო Agarani Estate-ში მოხდა. გავრცელებული ინფორმაციით, ქორწილის სტუმრებს რუსულენოვანმა ქალებმა ნომრის აივნიდან შეურაცხყოფა მიაყენეს და სხვადასხვა სახის სითხე გადაასხეს, რის შემდეგაც მათთან ნომერში ქორწილის მონაწილე დასალაპარაკებლად ავიდა, რასაც ფიზიკური დაპირისპირება მოჰყვა.

მოგვიანებით, უცხოეთის მოქალაქეებმა დამონტაჟებული ვიდეო სოციალურ ქსელში გაავრცელეს, ისინი ამტკიცებენ, რომ ქართველი კაცი თავს რუსულ ენაზე საუბრის გამო დაესხა.

მომხდართან დაკავშირებით გიორგი ჭიღლაძე დააკავეს. დღეს პროკურატურამ განაცხადა, რომ დაკავებულისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით 5 000-ლარიან გირაოს მოითხოვს.

banner
წინა სტატიაშითბილისში საპროტესტო მსვლელობა მიმდინარეობს
შემდეგი სტატიასასამართლომ სიღნაღის მუნიციპალიტეტში მომხდარი მკვლელობის ფაქტზე ბრალდებული დამნაშავედ ცნო