ელენე ხოშტარია : შსს-ს დღევანდელ განცხადებაში არაფერი დამაჯერებელი არ ყოფილა

ელენე ხოშტარია:

შსს-ს დღევანდელ განცხადებაში არაფერი დამაჯერებელი არ ყოფილა, – ამის შესახებ ჟურნალისტებს „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა ელენე ხოშტარიამ განუცხადა.

მისი თქმით, კითხვაზე თუ რატომ მოხდა აფეთქება, პასუხი გაცემული არ არის.

“ზოგადად, ამ საქმესთან დაკავშირებით ჩვენ ვიხილეთ როგორი უპასუხისმგებლო და ამორალური იყო ხელისუფლება, რომელიც უმაღლესი პოლიტიკური დონიდან აკეთებდა სამარცხვინო მინიშნებებს უკრაინასთან და რაღაცეებთან დაკავშირებით. ისევე როგორც წლების წინ, ხელისუფლებამ ისპეკულირა ბარბარე რაფალიანცის საქმით და კითხვებზე პასუხი არ გაუცია, ახლაც შეეცადა იგივეს გაკეთებას. შესაბამისად, ჩვენ რა თქმა უნდა, ამ გამოძიების მიმართ ნდობა არ გვაქვს”,- განაცხადა ხოშტარიამ.

შინაგან საქმეთა სამინისტრომ დეპუტატ გივი თარგამაძის მანქანის აფეთქების საქმეზე ერთი პირი დააკავა, ერთს კი დაუსწრებლად ბრალი წარუდგინა. ამის შესახებ შინაგან საქმეთა სამინისტროში გამართულ ბრიფინგზე აღინიშნა.

უწყების ინფორმაციით, სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე მუხლით დაკავებულია 1976 წელს დაბადებული ბ.ჩ, მე-19/109 მუხლებით კი ბრალი 1974 წელს დაბადებულ დ.ხ-ს წარედგინა.

banner
წინა სტატიაშიავღანეთში 52-ე და 32-ე ბატალიონების უფლებამოსილების გადაბარების ცერემონიალი გაიმართა
შემდეგი სტატიასუს-ში სახელმწიფო გადატრიალების საქმეზე “თავისუფალი ზონის” სამი წევრის დაკითხვა მიმდინარეობს