8.8 C
Tbilisi
პარასკევი, აპრილი 17, 2026
banner

ელენე ხოშტარია: სასაცილოდაც არ მყოფნის, ბიძინა ივანიშვილს რომ ჰგონია, დამსაჯა

ელენე ხოშტარია სასამართლოს გამოტანილ განაჩენს ეხმაურება.

“როდესაც რუსულ რეჟიმს ებრძვი, არ აღიარებ და გესმის – რა ბრძოლაში ხარ, გასაოცარი, უპასუხისმგებლოც კი იქნებოდა, არ იყო მზად მთელი რიგი დისკომფორტისთვის. ამ ფონზეც კი, სრულიად გულწრფელად, შეულამაზებლად მინდა გითხრათ: სასაცილოდაც არ მყოფნის, ბიძინა ივანიშვილს რომ ჰგონია, დამსაჯა. ვიღაცამ ოფლიც მოიწმინდა – ერთი საკითხი მოვაგვარეთო, დავსაჯეთო.

მეგობრებო! ჩემთვის სასჯელი იქნებოდა, შემშინებოდა და შევგუებოდი რუსებს, არ მოვმზადებულიყავი მათთან ბრძოლისთვის. მართლა მეცინება მათზე, ვისაც ციხე სასჯელი ან ბრძოლის შენელება ჰგონია. პირიქით, ერთგვარ სიამოვნებას მგვრის, ხან ე.წ. მოსამართლე, ხან სხვა ნებისმიერი ქოცი, აღიარებას რომ მეხვეწება. რა ხერხსაც არ უნდა მიმართონ, ყველა განწირულია. მეცინება მათ ფაციფუცზე. ზუსტად მაქვს გააზრებული მათი სუსტი წერტილები და სწორედ იქ მიიღებენ მშვიდად და წყნარად ჩვენგან დარტყმებს.
ერთ საკითხსაც მინდა შევეხო. მხოლოდ ერთხელ. ჩემს ოთხ შვილზე მე და ჩემი ოჯახი ვართ პასუხისმგებელნი და ქოცების იმედად, ღმერთმა დამიფაროს, როდესმე დამეტოვებინოს. ჩემს ოთხ შვილს რუსის მოწყალება არ სჭირდება. მათ კარგად იციან, რისთვის იღებენ ამ განსაცდელს, ქოცზე ბევრად უფრო კარგად!
აქვე მინდა მადლობა გადავუხადო ოპოზიციურ ალიანსს ძალიან ზუსტი აქცენტისთვის, არანაირი ვაჭრობა არ იქნება! და მადლობა ყველას: ჟურნალისტებს, აქტივისტებს და საერთოდ ყველა მოქალაქეს თანადგომისთვის.
მადლობა ციხის ადმინისტრაციას, უკლებლივ ყველას. მე აქ არაფერი მიჭირს და არაფერი მაკლია. გავაგრძელოთ ბრძოლა, მე აქედან, თქვენ – მაქედან.
ბოლომდე! რუსთავის ქალთა ციხე 24/03/2026″, – წერს “დროას” ლიდერი ელენე ხოშტარია.

ცნობისთვის, კახი კალაძის საარჩევნო ბანერის “დაზიანებისთვის” ხოშტარიას 1 წლით და 6 თვით პატიმრობა მიუსაჯეს. გადაწყვეტილება მოსამართლე გიორგი არევაძემ 24 მარტს მიიღო.

banner
წინა სტატიაშივიკა ფილფანი: როცა ეროვნულობაც გაკლია, რწმენაც და ვაჟკაცობაც, ციხეში უშვებ ბანერის დაჯღაპვნის გამო ქალს!
შემდეგი სტატიაროგორ დაასუბსიდირებს სახელმწიფო სარწყავ წყალს