ელენე ხოშტარია: სამწუხაროა, რომ სააპელაციო სასამართლომ თავის თავს გამოუტანა გადაწყვეტილება და არა – “რუსთავი 2”-ს

ელენე ხოშტარია:

„ნაციონალური მოძრაობის“ წარმონადგენელი ელენე ხოშტარია მიიჩნევს, რომ არჩევნები “რუსთავი 2”-ისა და კრიტიკული მედიის გარეშე ვერ იქნება ლეგიტიმური.

როგორც ხოშტარიამ სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების შემდეგ ჟურნალისტებს განუხცადა, ძალიან სამწუხაროა, რომ მოსამართლეს წუთიც არ დასჭირდა, გამოეცხადებინა ეს პოლიტიკური გადაწყვეტილება.

„ძალიან სამწუხაროა, რომ სააპელაციო სასამართლომ თავის თავს გამოუტანა გადაწყვეტილება და არა – “რუსთავი 2″-ს. ეს არის ხაზგასმა, რომ ჩვენთან კიდევ ერთი ინსტიტუტი დასამარდა. ჯერ საქალაქო სასამართლო, ახლა სააპელაციო. იმედი მაქვს, იგივეს არ გააკეთებს უზენაესი სასამართლოც”, – აღნიშნა ხოშტარიამ.

მისი თქმით, ერთადერთი იმედი არის საკონსტიტუციო სასამართლო, “რომელიც აქამდე იყო ერთადერთი დამოუკიდებელი ინსტიტუტი”.

“ჩვენ უნდა გვესმოდეს ამ ყველაფერს აქვს დიდი ფასი – ერთი წინაასაარჩევნო პერიოდი და არჩევნები ვერ იქნება “რუსთავი 2”-ისა და კრიტიკული მედიის გარეშე ლეგიტიმური. ჩვენ მკაფიოდ გვითხრეს ამერიკაშიც და ევროპაშიც, რომ “რუსთავი 2″ არის წითელი ხაზი და, თუ ხელისუფლება შეეხება ამას, ექნება ძალიან დიდი ფასი, რომელიც არ უნდა გადაიხადოს ქართველმა ხალხმა ივანიშვილის გამო”, – განაცხადა ელენე ხოშტარიამ.

banner
წინა სტატიაშიზაალ უდუმაშვილი: ომს „რუსთავი2“ მოიგებს
შემდეგი სტატიათამთა მურადაშვილი: 10 ივნისი არის მართლმსაჯულების პანაშვიდის დღე