ელენე ხოშტარია: “რუსთავი2”-ის საქმით დაკავებული არის ბიძინა ივანიშვილი

ელენე ხოშტარია:

“რუსთავი2”-ის საქმით დაკავებული არის ბიძინა ივანიშვილი-ეს განცხადება, ენმ-ს ერთ-ერთმა ლიდერმა ელენე ხოშტარიამ გააკეთა. მისი ინფორმაციით, ივანიშვილი ხელისუფლების წევრების დახმარებით ახორციელებს ზეწოლას უზენაესი სასამართლოს მოსამართლეებზე, რათა სამაუწყებლო კომპანია “რუსთავი2”-ის საქმეზე გადაწყვეტილების მიღება 30 ნოემბრამდე მოხდეს. ხოშტარიას ინფორმაციით, საქმეში უშუალოდ არიან ჩართულნი იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი, ყოფილი პროკურორი ფარცხალაძე, ასევე პრემიერის საპარლამენტო მდივანი, თადუმაძე და უზენაესი სასამართლოს მოსამართლე, ნინო გვენეტაძე.

„ამ საქმით დაკავებული არის ბიძინა ივანიშვილი, რომელმაც გამოყო ოთხი შემსრულებელი იმისთვის, რომ ქვეყანაში დაესვას საბოლოოდ წერტილი დემოკრატიულ განვითარებას, ევროპულ პერსპექტივას და მიიტაცოს ტელევიზია, ის ერთადერთი ტელევიზია, რომელიც საუბრობს რეალობაზე, რომელიც აკრიტიკებს ამ ხელისუფლებას და რომლის გარეშეც ჩვენ არ გვექნება პრეტენზია დემოკრატიულ მომავალზე,“ – განაცხადა ელენე ხოშტარიამ.

banner
წინა სტატიაშიფიდელ კასტროს გარდაცვალების გამო 9-დღიანი ეროვნული გლოვა გამოცხადდა
შემდეგი სტატიახათუნა ლაგაზიძე: ვიღას დავკარგივართ? – დავიშალეთ და წავედით სახლებში!