ელენე ხოშტარია: რა არის გამოსავალი? აქტიური პოზიცია!

მოძრაობა “დროას” დამფუძნებელი ელენე ხოშტარია კრისტიან დანიელსონის მედიაციით გამართულ შეხვედრას Facebook-ზე ეხმაურება.

მის პოსტს უცვლელად გთავაზობთ:

ოცნებამ ჩაშალა მოლაპარაკებები ამ ეტაპზე.

მოლაპარაკებას აზრი აქვს თუ გამოსავალს იპოვი, ამ გამოსავალში კომპრომისი აუცილებელია, ამასთანავე კომპრომისი ნიშნავს საკითხის გადაწყვეტას მოქნილი გზით და არა საკითხის გაქრობას. თუ არ გადაიჭრა პოლიტიკური დევნის საკითხი ვინმეს აქვს ილუზია რომ სამართლიან პოლიტიკურ პროცესში ვიქნებით? თუ არ გადავჭერით ძალაუფლების ლეგიტიმაციის საკითხი რა აზრი აქვს ლაპარაკს?

ოცნება ვაჭრობს, გამოძრომას ცდილობს. გადის თვეები და ამ პოლიტიკურ ჭიდილში ხალხი იღლება, პრობლემები უგროვდებათ. ზოგი წამალს ვერ ყიდულობს, ზოგი პროდუქციას ვერ ყიდის, ზოგი სამართალს ვერ ამტკიცებს, ზოგს უბრალოდ შია. მერე ცხადია მტყუან- მართალიც აღარ გაინტერესებს და დავიღალე რამე ქენით რა. და არ შველის რამე ქენით. თუ არ გადაიჭრა ძალაუფლების ლეგიტიმაციის საკითხი არც წამლის ფასს ეშველება, არც სამართალს და არც ძალადობა აღიკვეთება.

ისიც მესმის რომ ბევრს, ვისაც რეალობა არ მოწონს, ოპოზიციაც არ მოწონს.

რა არის გამოსავალი? აქტიური პოზიცია! ახსნა და დასაბუთება და არა განსხვავებული აზრის განადგურება! შეუგუებლობა! პროტესტი!

საერთაშორისო ზეწოლა აუცილებლად იქნება, მაგრამ უნდა იცოდნენ ქართული საზოგადოების პოზიცია და ამისთვის სათითაოდ ჩვენი აზრი და პოზიცია არის გადამწყვეტი, – წერს ხოშტარია.

banner
წინა სტატიაშიქართული ოჯახი ბელგიაში-ფეხბურთელი ბენიკო ნოზაძე და მისი ძმები -მორაგბეები
შემდეგი სტატიამარგველაშვილი: დემოკრატიის უკუსვლის შესაჩერებლად ჩვენ აშშ-ის აქტიური ჩარევა გვჭირდება დაუყოვნებლივ!