ელენე ხოშტარია პრემიერს-თქვენგან არ გამკვირვებია, რომ არ გიხსენებიათ 20 ივნისი

“ევროპული საქართველოს” წევრმა ელენე ხოშტარიამ პარლამენტში გიორგი გახარიას მიმართა და განაცხადა, რომ მას არ გაკვირვებია გახარიას მიერ მოხსენებაში 20 ივნისის მოვლენების იგნორირება. ხოშტარიამ შეახსენა პრემიერს, რომ დამნაშავეები არ არიან ამ დრომდე დასჯილი და საქმე გამოძიებული არ არის.

“მას შემდეგ, რაც ქვენ 20 ივნისის შემდეგ დადეთ პირობა, რომ სრულად გამოიძიებდით რაც მოხდა და მერე წახვიდოდით, საპირისპიროდ კარგად ირგებთ პრმიერ-მინისტირს სკამს, მას შემდეგ რაც ტროლების ქარხანამ ქართული ოცნების, დიდი იერიში მიიტანა დაზარალებულებზე და კერძოდ მაკო გომურზე, მას შემდეგ, რაც არც ერთი პოლიციელი არ დასჯილა ამდენი ხნის განმავლობაში, მას შემდეგ, რაც ლავროვის მოთხოვნით პირიქით, გავრილოვის პატიმრები გააჩინეთდა ერთ-ერთი მათგანი ახლაც ციხეშია-გიორგი რურუა, მას შემდეგ, რაც ზოგადად, როგორც ქალბატონი მაია (ცქიტიშვილი) ახლაც იღიმება და სისხლიან კადრებს ღიმილით, ცინიკურად პასუხობს, თქვენ კი ადამიანებს ეუბნებით, რომ ჩემთვის მეორეხარისხოვანია ისროდნენ თუ არაო, ნამდვილად არ გამკვირვებია, რომ თქვენ არ გიხსენებიათ 20 ივნისი… მე ერთი კითხვა მაქვს, თქვენთან, უბრალოდ რად გიღირს ეს ყველაფერი 20 ივნისის შემდეგ”,-აცხადებს ელენე ხოშტარია.

banner
წინა სტატიაშიგიორგი გახარია : საგამოძიებო და საპროკურორო კომპეტენციების გამიჯვნის ნაწილში საკანონმდებლო ჩარჩო, ვენეციის კომისიის რეკომენდაციების საფუძველზე, თითქმის უკვე მომზადებულია
შემდეგი სტატიაბოკერია გავრილოვზე-“ისევ შემოუშვებდით იმ ხალხს ქვეყანაში?”