ელენე ხოშტარია პარტიის დატოვებაზე – არანაირი დაპირისპირება არ არის

“ევროპული საქართველო” ბრიფინგისთვის ემზადება – პარტიას ელენე ხოშტარია ტოვებს. ოფისში 1 საათია კონსულტაციები მიმდინარეობს.

ხოშტარიას თქმით, გადაწყვეტილების მიზეზი არ გამხდარა კონფლიქტი ან რაიმე სახის დაპირისპირება თანაგუნდელებთან.

“შევხვდები ჩემს მეგობრებს და შემდეგ გავაკეთებ კომენტარს. არანაირი დაპირისპირება არ არის”, – თქვა ხოშტარიამ.

ოპოზიციის წარმომადგენლები ფიქრობენ, რომ ელენე ხოშტარიას პარტიიდან წასვლა “ევროპული საქართველოსთვის” დანაკლისია.

banner
წინა სტატიაშიმიხეილ სარჯველაძე – მუხლჩაუხრელი მუშაობაა საჭირო, რომ ერთხელ და სამუდამოდ მივაღწიოთ დეოკუპაციას
შემდეგი სტატიამარნეულში 37 წლის მამაკაცი საკუთარ ბინაში გარდაცვლილი იპოვეს