4.8 C
Tbilisi
სამშაბათი, ნოემბერი 10, 2026
banner

ელენე ხოშტარია: ოპოზიციის ერთიანობა საკნებში დიდ ენერგიას გვაძლევს

“დროას” ლიდერი, პატიმრობაში მყოფი პოლიტიკოსი ელენე ხოშტარია წერილს ავრცელებს.

„როგორც საკანში მყოფმა, როგორც პოლიტპატიმარმა, მინდა, მივმართო ოპოზიციას და ვუთხრა, რომ დიდ იმედსა და ენერგიას გვაძლევს მიმდინარე პროცესის ყურებისას მათი პროფესიონალიზმი, ეთიკურობა, მორალური უპირატესობა, ცოდნა, კომპეტენცია და, რაც მთავარია, სიმართლე!

ასევე ძალიან სასიამოვნოა ოპოზიციის ერთად ყურება, განსაკუთრებით ერთიან და მართალ საქმეში.

ვერ წარმოიდგენთ, რამხელა ენერგიას გვაძლევთ საკნებში მყოფებს.

რთული პროცესია, წინ ბევრი ბარიერი გვექნება, მაგრამ ერთად ძალიან ძლიერები ვართ!“, – წერს ხოშტარია.

banner
წინა სტატიაშიბადრი ჯაფარიძე: მეორე დღეა ვითხოვთ, გაგვარკვიონ, რაში გვდებენ ბრალს- შუამდგომლობები არ კმაყოფილდება
შემდეგი სტატიაპუტინის კრიტიკოსის მკვლელობის საქმეზე საქართველოს კიდევ ერთი მოქალაქე დააკავეს