ელენე ხოშტარია : ომბუდსმენმა დეტალური გამოძიება ჩაატარა, რომლის მიხედვითაც, არა თუ არ არის გარკვეული, ვინ გასცა ბრძანება, ფაქტია, სახელმწიფოს ამის გარკვევა არ უნდა

გასული წელი იყო პოლიტიკური კრიზისის წელი და ომბუდსმენმა ანგარიშში ძალიან დასაბუთებულად აღწერა პრობლემები, რომლებიც გვქონდა, – ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ წევრმა, ელენე ხოშტარიამ სახალხო დამცველის გასული წლის ანგარიშზე კომენტირებისას განაცხადა.

„მინდა, ხაზი გავუსვა ომბუდსმენის ძალიან მნიშვნელოვან როლს ადამიანის უფლებების დაცვაში მისი მოღვაწეობის პერიოდში. ის ძალიან გაბედული და ხმამაღალი ომბუდსმენია. ეს წელი იყო განსაკუთრებულად მძიმე ქვეყნისთვის. ეს იყო პოლიტიკური კრიზისის წელი და ომბუდსმენმა ანგარიშში ძალიან დასაბუთებულად აღწერა პრობლემები, რომლებიც ჩვენ გვქონდა. პირველ რიგში, რა თქმა უნდა, ეს იყო 20 ივნისი, 20 ივნისის დარღვევები და 20 ივნისისთვის დაუსჯელობა. 20 ივნისი შემდეგ ადამიანების დაზარალებულად არ ცნობა და უსამართლობის მთელი ის ბუკეტი, რომელზეც ხელისუფლება დღემდე პასუხისმგებელი არ არის. გარდა ამისა, ძალიან სერიოზული პრობლემებია ადამიანის აზრის გამოხატვის შეზღუდვაზე, რაც სისტემურ პრობლემად იქცა, მათ შორის 20 ივნისის შემდეგ.​ ომბუდსმენმა პრაქტიკულად დეტალური გამოძიება ჩაატარა, რომლის მიხედვითაც, არა თუ არ არის გარკვეული, ვინ გასცა ბრძანება, ფაქტია, სახელმწიფოს ამის გარკვევა არ უნდა. ხაზგასმით ამის დამალვა უნდათ. რა თქმა უნდა, იქიდან გამომდინარე, რომ აქ იყო ბიძინა ივანიშვილის როლი. სხვა ახსნა ამას ვერ ექნება“, – განაცხადა ელენე ხოშტარიამ.

banner
წინა სტატიაშიქართულმა ოცნებამ მოსამართლეები სამართლით მოვაჭრეებად აქცია
შემდეგი სტატიაშენარჩუნებულია პოლიციის მიერ ადმინისტრაციული წესით დაკავებული პირების მიმართ მოპყრობის გაუარესების ტენდენცია