ელენე ხოშტარია: მურისიძე ფიგურირებდა სანდრო გვირგვლიანის საქმეში

ელენე ხოშტარია:

ელენე ხოშტარია: "თუკი უკრაინა და საქართველო ნატოში შევლენ, ჩვენ მე-3 მსოფლიოს ომს მივუახლოვდებით"“სანდრო გვირგვლიანის საკითხი ჩემთვის იყო ძალიან დიდი უსამართლობა და მე ამას ვაპროტესტებდი, დიახ, ვიდექი ირინა ენუქიძის გვერდით, მაგრამ არასდროს ვსპეკულირებდი ამ თემით, სწორედ მურისიძე ფიგურირებდა სანდრო გვირგვლიანის საქმეში, რომელიც ივანიშვილმა და წულუკიანმა ჩაიხუტეს გულში, ჩემთვის მიუღებელია ამდენი სპეკულირება ადამიანების ტრაგედიით.

ეს იყო მთელი მთავრობის პასუხისმგებლობა და მძიმე ტვირთად აწევს, მაგრამ ამ მთავრობამ ეს პროცესი გახადეს პოლიტიკურად და სწორედ რომ პოლიტიკურად გამოიყენეს ადამიანთა ტრაგედია. მე მეუხერხულება, როცა ვუსმენ წულუკიანს და მიკვირს, როგორ უტრიალდება ამდენი უსამართლობის შემდეგ ენა პარლამენტში“-განაცხადა ელენე ხოშტარიამ „პირველის“ ეთერში.

banner
წინა სტატიაშიმინდა, დღეს ჩემი გამოსვლა იყოს, პირველ რიგში, ერთგვარი ანგარიში საზოგადოების წინაშე ჩვენი გუნდის მიერ გაწეული საქმიანობის შესახებ
შემდეგი სტატიაჟენევის მოლაპარაკების თანათავმჯდომარეები სოხუმში ჩავიდნენ