ელენე ხოშტარია მოითხოვს, რომ ვანო ზარდიაშვილმა ბოდიში მოიხადოს

იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე პარლამენტის ოპოზიციონერმა წევრმა ელენე ხოშტარიამ დეპუტატ ვანო ზარდიაშვილისგან საჯაროდ ბოდიშის მოხდა მოითხოვა.

როგორც ხოშტარიამ განაცხადა, ზარდიაშვილმა არასამთავრობო ორგანიზაციის ერთ-ერთ წარმომადგენელს „შავმაიკიანი შავრაზმელი“ ეძახა, რისთვისაც მას საჯაროდ ბოდიში უნდა მოეხადა.

თავის მხრივ, ზარდიაშვილმა განმარტა, რომ მას ასეთი ფრაზა არ გამოუყენებია, თქვა სიტყვა „შავმაიკიანი“, რაც არ უნდა ეთქვა და ამისთვის ბოდიში იქვე მოიხადა.

ცნობისთვის, სასამარლოსთან დაკავშირებულ საკითხებზე ვანო ზარდიაშვილი და „საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველოს“ წარმომადგენელი ოლიკო შერმადინი კომიტეტის სხდომაზე გამოცხადებული შესვენების დროს წაკამათდნენ.

banner
წინა სტატიაშიგრიგოლ ვაშაძე მიხეილ სააკაშვილს ნდობისთვის მადლობას უხდის
შემდეგი სტატიაგიგი წერეთელი უკრაინის რადას თავჯდომარეს და საპრეზიდენტო კანდიდატებს შეხვდა