5.8 C
Tbilisi
პარასკევი, მარტი 6, 2026
banner

ელენე ხოშტარია – მმართველობაში მოკალათებული კრიმინალები გადავიდნენ აქტივისტების დევნაზე

მმართველობაში მოკალათებული კრიმინალები გადავიდნენ აქტივისტების დევნაზე, ვითომ ნარკოპოლიტიკის ეგიდით, – ამის შესახებ „კოალიცია ცვლილებისთვის“ ლიდერი ელენე ხოშტარია სოციალურ ქსელში წერს და ეხმაურება გავრცელებულ ცნობებს აქტივისტებისა და ოპოზიციონერების ნარკო-შემოწმებაზე გადაყვანის თაობაზე.

ხოშტარიას შეფასებით, ეს ყველაფერი „ყალბი და რუსულია“

„მმართველობაში მოკალათებული კრიმინალები, რომლებიც მათ შორის ნარკოტიკების და ხშირად მომაკვდინებელი შხამების გავრცელებაზე მდიდრდებიან, გადავიდნენ აქტივისტების დევნაზე, ვითომ ნარკოპოლიტიკის ეგიდით.

ისეთივე ყალბი და რუსულია ეს ყველაფერი, როგორც ყველა სხვა ინიციატივა. უბრალოდ მასობრივად შეუქმნის ადამიანებს საფრთხეს, მათაც, ვისაც ახლა ჰგონია, რომ პოლიტიკისგან შორს არის”, – წერს ხოშტარია.

banner
წინა სტატიაშიჩვენს 3 თანამებრძოლს მოუწყვეს ჩასაფრება და გადაიყვანეს ნარკოლოგიურში-ირაკლი კუპრაძე
შემდეგი სტატიაშეგიძლიათ უარი უთხრათ პოლიციას გაყოლაზე ანუ ნარკოტესტის პროცედურაში მონაწილეობაზე შესაძლებელია უარის თქმა