ელენე ხოშტარია მხარდამჭერებს მადლობას უხდის

„ევროპული საქართველოს“ თბილისის მერობის კანდიდატი მხარდამჭერებს მადლობას უხდის. ელენე ხოშტარიას თქმით რამდენიმე თვის წინ შექმნილი პარტიისთვის ეს არის უმნიშვნელოვანესი შედეგი:
„პირველ რიგში მინდა მადლობა გადავუხადო ყველა იმ ადამიანს ვინც ჩვენ გამოგვიცხადა ნდობა, ჩვენთვის როგორც ახალი პარტიისთვის ეს არის უმნიშვნელოვანესი შედეგი. ამ მოკლე დროში ბევრმა გადაწყვიტა, რომ ჩვენი პარტია და მე ვართ ის კანდიატები, რომლებსაც შეუძლიათ ცვლილებები მოიტანონ ქვეყანაში.“- განაცხადა ელენე ხოშტარიამ.

მისი თქმით პარტიას მხარდამჭერებმა მისცეს მოტივაცია, რომ ბრძოლა გააგრძელონ და ხელისუფლება არჩევნებით შეცვალონ.

ეგზიტპოლების მიხედვით, მმართველმა გუნდმა 58 პროცენტი დააგროვა. „ნაციონალურ მოძრაობას“ ამომრჩეველთა 16%-მა დაუჭირა მხარი. ამომრჩეველთა 9%-მა მხარდაჭერა „ევროპული საქართველოს“ გამოუცხადა, ხოლო „პატრიოტთა ალიანსს“ 5%-მა დაუჭირა მხარი.

რაც შეეხება თბილისის მერობის კანდიდატებს, ყველაზე მაღალი პროცენტული მაჩვენებელი მმართველი გუნდის კანდიდატს, კახი კალაძეს აქვს – 54 პოროცენტი. ეგზიტპოლის მიხედვით, 15% “ნაციონალური მოძრაობის” დედაქალაქის მერობის კანდიდატს “ზაალ უდუმაშვილს, ხოლო 14% დამოუკიდებელ კანდიდატს ალეკო ელისაშვილს აქვს.

“ედისონ რისერჩი” მსოფლიოში ცნობილი და ავტორიტეტული ორგანიზაციაა. ამერიკული საერთაშორისო კომპანია “ედისონ რისერჩი,” მაღალი პროფესიული სტანდარტის მქონე ორგანიზაციაა, რომელიც იცავს საერთაშორისო დონეზე აღიარებულ პროფესიული ქცევისა და ეთიკის ნორმებს.

banner
წინა სტატიაში“მე ვიბრძოლებ თითოეული ხმისთვის, ეგზიტპოლებზე და ზღაპრებზე ლაპარაკი არ მინდა”- ელისაშვილი
შემდეგი სტატია“ეგზიტპოლის ეს შედეგიც კი ნიშნავს, რომ პარტია შედგა” – დავით ბაქრაძე