ელენე ხოშტარია: მივცეთ ხმა და საარჩევნო ბიულეტინით გადავწყვიტოთ არჩევნების ბედი

გაერთიანებული ოპოზიციის ვაკის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა, ელენე ხოშტარიამ, ამომრჩეველს აქტიურობისკენ მოუწოდა.

ელენე ხოშტარია ამბობს, რომ ახლა ქვეყანას აქვს რეალური ცვლილებების დიდი შანსი, რომელიც აუცილებლად უნდა გამოიყენოს.

ხოშტარია იმ დარღვევებსა და ძალადობის ფაქტებს გამოეხმაურა, რომელიც ქვეყნის მასშტაბით, სხვადასხვა რეგიონში და მათ შორის, დედაქალაქში ფიქსირდება. დეპუტატობის კანდიდატი ამბობს, რომ “ქართულ ოცნებას” მოქალაქეებმა და ოპოზიციამ ძალადობრივი სცენარის განვითარების საშუალეაბა არ უნდა მისცეს – “მშვიდობიანად მივიდეთ, მივცეთ ხმა და საარჩევნო ბიულეტინით გადავწყვიტოთ არჩევნების ბედი” – ამბობს ელენე ხოშტარია

banner
წინა სტატიაშიზაალ უდუმაშვილი – უბნებზე აქტივობა კვლავ ძალიან მაღალია, მოსახლეობამ უკვე გამოუტანა პოლიტიკური განაჩენი „ქართულ ოცნებას“
შემდეგი სტატიათამარ კორძაია: კრწანისში პირმა ხმა ორჯერ მისცა, ხარაგაულში მოსყიდვის მტკიცებულებები გვაქვს