29.4 C
Tbilisi
შაბათი, ივლისი 18, 2026
banner

ელენე ხოშტარია: მეცინება, როცა ქოცებს ჰგონიათ, არმკურნალობით რამეს დამაკლებენ

მეცინება, როცა ქოცებს ჰგონიათ, არმკურნალობით რამეს დამაკლებენ – ამის შესახებ კოალიცია “ცვლილებისთვის” ერთ-ერთი ლიდერი, ელენე ხოშტარია ციხიდან გამოგზავნილ წერილში წერს.

დაკავებული პოლიტიკოსის თქმით, ის მშვიდად და მკიცედაა და “ოცნებას” არასდროს არაფერს სთხოვს და არასდროს აღიარებს.

,,მეცინება, როცა ქოცებს ჰგონიათ, არმკურნალობით, მისი გაჯანჯლებით, უღირსობით, ილუზიის შექმნით, რომ ძალაუფლება აქვთ, რამეს დამაკლებენ.

კიდევ ერთხელ გიმეორებთ – არასდროს არაფერს არ გთხოვთ, არასდროს არ გაღიარებთ. უკიდურესად მშვიდად და მტკიცედ ვარ. თქვენ იდარდეთ:) ვერ მომერევით, ეს კარგად დაიმახსოვრეთ!” – წერს ელენე ხოშტარია.

ცნობისთვის, დაკავებული პოლიტიკოსის ადვოკატის, შოთა თუთბერიძისა და ახლობლების განცხადებით, ციხეში ელენე ხოშტარიას ჯანმრთელობის მდგომარობა გაუარესდა.

banner
წინა სტატიაშიზელენსკი: რუსული სახელმწიფო მრავალი დამორჩილებული ხალხისგან, მოპარული მიწებისგან შედგება
შემდეგი სტატიარუსი ჟურნალისტი: პუტინის იმიჯი იშლება როგორც დასავლეთში ისე რუსეთში