“მე ძალიან მინდა ვთხოვო ლელოს და გახარიას პარტიის წევრებს, ჩართონ ტელევიზორი, შეხედონ რეალობას და თავად შეაფასონ რამდენად ადეკვატურები არიან, რამდენად სერიოზულები არიან და რამდენად არ შერცხვებათ იმისა, რომ სისტემაში სადაც ადამიანებს კლავენ, აპატიმრებენ, ყველანაირ აღვირახსნილობაზე მიდიან, სისტემაში, სადაც დღე-დღეზე შეიძლება ვიზალიბერალიზაცია შეწყდეს, სისტემაში, სადაც ფულის ამოსაღებად ყველაფერზე მიდის ბიძინა ივანიშვილი, სადაც არ არსებობს არანაირი სამართალი, არც ერთი ადამიანური წესი, რა მემორანდუმს აფორმებენ მართლა მაინტერესებს, რას ემსახურება და რას მიაღწევენ ამით? მე გული მტკივა რომ ჩემი ყოფილი თანამებრძოლები ამ ფარსის ნაწილი არიან ახლა“-განაცხადა ელენე ხოშტარიამ “ფორმულას” ეთერში
დღეს, “გახარია – საქართველოსთვის“ და კოალიციამ “ლელო-ძლიერი საქართველო“ 2025 წლის 4 ოქტომბრის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებზე ურთიერთთანამშრომლობის შესახებ მემორანდუმი გააფორმეს
















